|
2015-02-17 11:53:29, 578 ნახვა
პოლიტიკა
ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს
„აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს“,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. სურკოვით თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესაბამისად საზღვრები უნდა გაუქმდეს. „ვადასტურებ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელსაც ჩვენი ახალი შეთანხმება ითვალისწინებს. აფხაზეთის დაფინანსებისთვის გათვლილი იყო 4 მილიარდი რუბლის გამოყოფა, მოგეხსენებთ თუ რა მძიმე ეკონომიკური ვითარებაა რუსეთში, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ბიუჯეტი არ შემცირდეს. რაც შეეხება რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილების პრობლემებს, მინდა გითხრათ,რომ ჩვენ შორის საზღვრები საერთოდ არ უნდა არსობობდეს“,-განაცხადა სურკოვმა. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობის რეალიზებას მოახდენს. „ჩვენ შევძლებთ პენსიების გაზრდას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. უახლოეს ხანებში ვაპირებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“,-განაცხადა ხაჯიმბამ. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გუშინ გამართა. შეხვედრაზე ხაჯიმბამ და სურკოვმა ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)