|
2016-03-13 14:31:29, 537 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ავამოქმედეთ
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მყისიერად აამოქმედა. საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ სხდომაზე განიხილება. გარდა ამისა, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქართული დელეგაცია საკითხს საკმაოდ მწვავედ ჟენევაშიც დააყენებს: "სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე, ევროკავშირის, ეუთოს და გაერო-ს წარმომადგენელი, ასევე ჩვენ ვიმყოფებიოთ მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს და უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება ჟენევაში და ჩვენი დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს ამ საკითხსს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მავახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი პოზიციის კონსოლიდაცია, რადგან არ მხოდეს იმ პროცესების ესკალაცია და შემდგომ მავთულხლართების დამონტაჟება და ოკუპირებული ხაზის გადმოწევა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.",-განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. მოსახლეობას ბაღებთან მიახლოება ეკრძალება. ადგილობრივების თქმით, ნაკვეთების ნაწილს საძოვრებად იყენებდნენ, ნაწილზე კი, ვაშლები მოჰყავდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)