23:49 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:12:11, 1190 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics