|
2025-02-24 15:04:47, 705 ნახვა
საზოგადოება
დიდთოვლობა საქართველოში - დახმარების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა
რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს საქართველოს რეგიონებში. ზოგიერთ სოფელში თოვლის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწია, რამაც გზების ჩაკეტვა და მოსახლეობის იზოლაცია გამოიწვია. ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. დიდთოვლობის გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა, შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც. გზების ჩაკეტვის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აღწევს საჭირო ადგილებამდე, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომას მაცხოვრებელია, წერს: „ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში დიდთოვლობის გამო შეზღუდულია კომუნიკაციები. ჩაკეტილია გზა, იქნებ გამოგვიგზავნოთ ტექნიკა (ტელეფონი 4 პროცენტზე მაქვს). ვისაც ხელი მიგიწვდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან, იქნებ დარეკოთ და მოხუცები მაინც მოიკითხონ. (ჭიშკრისხელა თოვლია. ზოგი კარმას ვერ რთავს, ზოგი კარს ვერ აღებს, ზოგს სახურავი აქვს გადასათოვლი. ზოგი ავარიულ სახლში ცხოვრობს“. ასევე ვრცელდება მოქალაქე ლუკა ხომერიკის პოსტი, რომელიც ხალხის ევაკუაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვს: „შეძლებთ თუ არა ზედუბანში ხალხის ევაკუაციას? დავიჯერო რო არ არის ამ ქვეყანაში ისეთი ტრანსპორტი, რომ ხალხი გაიყვანოს სოფლიდან?“ - წერს ხომერიკი. მოქალაქეების თქმით, მძიმე მდგომარეობაა ავტობანზეც, სადაც არც გზა იწმინდება და არც ტექნიკური მარილი იყრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ზვავსაშიშროება, ართულებს სამაშველო ოპერაციების ჩატარებას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს სამაშველო და აღდგენით სამუშაოებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფრთხილე და დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო რისკები.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)