|
2016-03-09 13:42:06, 581 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი კალაძეს: თქვენ იტყუებოდით, თუ აზერბაიჯანი?!
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მთავრობა საქართველოს დამატებითი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „სხვადასხვა ტყულს თხზავდა“. ამის შესახებ გაბაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძეს უსმენენ. „კონკრეტულად, 20 ოქტომბერს თქვენ განაცხადეთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია დამატებითი რესურსების გამოყოფა საქართველოსთვის და საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილება. მომყავს თქვენი ციტირება „თუ რატომ არ აქვს აზერბაიჯანს დამატებითი მოცულობა, ალბათ აჯობებს ეს კითხვა აზერბაიჯანს დაუსვათ“. 23 ოქტომბერს „სოკარი“ ოფიციალურად აცადებს და უარყოფს თქვენს გამოთქმულ ვერსიას და პირდაპირ ამბობს, „აზერბაიჯანულ მხარეს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია“. გაუგებარია, რა სტილის მოლაპარაკება გქონდათ ჩვენს პარტნიორებთან, როცა თქვენ 20 ოქტომბერს აცხადებთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია საქართველოს მომარაგება და ფაქტობრივად, ხატავთ სურათს, რომ გამოუვალ მდოგმარეობაში ხართ, თუ არ იყიდით რუსულ გაზს და 23 ოქტომბერს აზერბაიჯანი თქვენი განცხადების უარყოფას ახდენს. 20–დან 23 ოქტომბრამდე ვინ იტყუებოდა, თქვენ - კახი კალაძე და საქართველოს მთავრობა, თუ აზერბაიჯანი?!“, – მიმართა გოკა გაბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)