|
2025-02-18 10:15:45, 558 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ოქუაშვილი - „მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებით, გენერალური დირექტორის კანონგარეშე გადაწყვეტილებით
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ოქუაშვილი აცხადებს, ელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოში მწვავე ვითარებაა და, მეორე მხრივ, სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის, დავკავდე საპასუხო განცხადებებით. „მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ. „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ შემოთავაზება: რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში, ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ. ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს „მთავარ არხზე“ მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად, პროფესიონალი და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. არხის არაფორმალური მმართველის, ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და „მთავარი არხის“ წესდების სრული დარღვევით თვითნებურად იქნა გაჩერებული „მთავრი არხის“ მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის – ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების – სამსჯელო გახდება“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)