15:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 16:45:11, 626 ნახვა

საზოგადოება
ნატო ჩხეიძე - „მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს

„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს, როგორ ჩათვლის საჭიროდ, რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკოსია, პარტიის თანათავმჯდომარე, პოლიტიკოსის რა საქმეა „მთავარი არხის“ საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში, არადა, არის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, გვარამიას აქამდე ივანიშვილი ეხმარებოდა, გვარამიამ კი „ჩაუფლავა ნაღვაწი“.

„მთავარი თუ არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა? მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროებს? აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. საქართველოს ბანკს სასათბურე პირობებში ჰყავს.
მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის? რითღა დაეხმაროს? ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი. თავი გადმოიფარჩავა.

ახალს გავხსიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, – ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი საქართველოს ბანკი და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად. ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, – ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს. ვნახოთ, ვინ, ვის, რას აცლის და როგორ…“, – წერს ჩხეიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics