|
2025-02-14 12:38:57, 1130 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექსტროსადგურზე თავდასახმა განახორციელა
ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდონიბით ავრცელებს. ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონი მოხვდა სადგურის მეოთხე ენრგობლოკის საფარს (სარკოფაგს), რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.
მისივე განმარტებით, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინამ ეს საფარი ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად ააშენა. მისი თქმით, ამგვარი ქმედებით რუსეთი ტერორისტულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმაშია და მონიტორინგი გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)