|
2025-02-14 11:29:42, 1132 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე 133 დრონით იერიში მიიტანა, საჰაერო ძალებმა 73 გაანადგურა
რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასიური იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინულ მიწებს 133 დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 73 რუსული დრონი. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 58 უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთმა დრონები მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინდა. საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა. რუსული იერიშის შედეგად ოდესის, კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)