10:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 13:14:03, 372 ნახვა

სამართალი
თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ზაქარია ქიტიაშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ზაქარია ქიტიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით ქიტიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლო პროცესზე შსს ქიტიაშვილის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. თავად ქიტიაშვილმა განმარტა, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და გზის სავალ ნაწილზე, მაშინ გადავიდა, როცა ხალხმა ის გადაკეტა და პოლიციაც წავიდა. მისივე განმარტებით, სამართალდამცავებს რაიმე სახის მოწოდება არ გაუკეთებიათ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხის არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს, თუმცა, ამის შეფასების კრიტერიუმი არსად განმარტებული არ არის.

ქიტიაშვილის თქმით, ის აქციაზე ხშირად დადის და პოლიციელების გაფრთხილებას ითვალისწინებს. „როცა უკვე თვლიან, რომ ბევრნი ვართ, თვითონ კეტავენ გზას, ტრიალდებიან და მიდიან",- განაცხადა ქიტიაშვილმა.

როგორც ქიტიაშვილის ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სასამართლოდან გასვლისთანავე, ქიტიაშვილს გზაში ზარი დააწიეს და უთხრეს, რომ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და სასამართლოში კიდევ ერთ პროცესზე მოუწევს მისვლა. როგორც ირკვევა, ქიტიაშვილს გზის გადაკეტვას 28 იანვარსაც ედავებიან.

ზაქარია ქიტიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ ის 21 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics