10:54 - 13 May, 2026
|
2025-02-12 20:37:31, 435 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები შიმშილობის ფონზე მის გათავისუფლებას ითხოვენ
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. შუამდგომლობა ხვალ დილით შევა სასამართლოში. უფლებადამცველები ასევე მოითხოვენ, რომ ჟურნალისტის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს. ადვოკატების განცხადებით, მზია ამაღლობელი პოლიტიკურ დევნას განიცდის, ხოლო მისი მომავალი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამაღლობელი, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, ყოველდღიურად უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას გადაადგილება უჭირს, ხოლო ორგანოების ფუნქციის მოშლის რისკი რეალურ საფრთხედ რჩება. ამჟამად ის 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, თუმცა მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხანგრძლივი შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)