|
2025-02-11 16:42:47, 568 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის - დარეგისტრირდი STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე და დაეუფლე მომავლის პროფესიებს
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. 5 მარტის ჩათვლით, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. და, რაც მთავარია, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს. სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს კურსს უფინანსებს - მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს. „მესამე წელია, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობას ვაძლევთ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით დაეუფლონ STEM მეცნიერებების საფუძვლებს, დაიგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და აირჩიონ ისეთი მომავლის პროფესიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას. STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე 800-მდე მოსწავლემ გაიარა. მათ შორის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 150-ს აღწევს. ვიმედოვნებთ, პროექტის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მომავლის პროფესიები კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)