2016-03-08 13:55:18, 550 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კონცერტი „დედა მზეა ჩვენი“ გაიმართა
დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კონცერტი სახელწოდებით „დედა მზეა ჩვენი“ გაიმართა.
მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და ქართული ესტრადის მომღერლები.
სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით, კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა სიმღერა დაწერა, რომელიც მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა შეასრულა.
საღამოს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგებს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა.
კონცერტის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან