06:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 17:13:25, 410 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველად ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი იმართება - ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორი საქართველოს ბანკია.

„ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისში აშენდა ყინულის არენა, რომელიც 700-მდე მაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა და თხილამურებით რბოლა ბაკურიანში გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონის ტრასა.

მასპინძელი ქვეყნის დროშა საქართველოს, იტალიაში გამართულ ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში მოეწერა ხელი.

საქართველოს ბანკი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე  ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics