|
2025-02-10 09:48:44, 1023 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაჭრილები
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. საჰაერო განგაში 10 თებერვალს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა საცხოვრებელ რაიონში მდებარე ავტოსადგომს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიწვა 6 და დაზიანდა 15 ავტომანქანა. აფეთქების ტალღამ დააზიანა 5 სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას. ავიადარტყმის შესახებ იუწყება დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ცნობით, კონსტანტინოვკასა და კრამატორსკში დაჭრილია 6 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)