12:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 15:39:34, 455 ნახვა

სამართალი
სასამართლოში IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.

როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს მას 4 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, ბრალი უსამართლოა.

“ზოგადად, ეს არის სისტემური დაშინების მცდელობა შსს-სგან და ამ რეჟიმისგან, მაგრამ ამით იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის უკანონობას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ნამდვილად ვერ დაგვაშინებენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომელსაც სისტემური სახე აქვს”, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics