17:01 - 07 Jul, 2026
|
2025-02-06 11:41:14, 1056 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი
5 თებერვალს, რუსეთმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. "ოდესის ოლქში ოკუპანტებმა მშენებარე სახლზე რაკეტით იერიში მიიტანეს, შედეგად დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი კაცი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორივე მათგანი შენობასთან ახლოს თავის გზაზე მიდიოდა". – წერს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
გენერალური პროკურატურის ოფისში დააზუსტეს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 39 წლის კაცი, დაშავებული 19 წლის არის. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 11-სართულიანი მშენებარე შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მინიმარკეტის საწყობი და კაფე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)