|
2025-02-06 11:22:24, 981 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს, რომელსაც მტერი Shahed-ის ტიპის დრონების უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად იყენებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, 6 თებერვალს ღამით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად, ასევე იმ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც ამოცანებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ასრულებენ. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში მონაწილეობენ, დარტყმები გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)