|
2025-02-05 16:36:52, 1094 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს მე უკრაინისთვის 55 მილიონი ფუნტის ღირებულების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის შესახებ ვაცხადებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მდგრადობასა და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დევიდ ლემიმ. დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი უკრაინის სოციალური, ბიზნესისა და ენერგეტიკული სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამასთან, დევიდ ლემიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი. „ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისა და მშვიდობის შესახებ სერიოზულად არის განწყობილი. პირობები, რომელიც პუტინმა გასულ წელს დააწესა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც სუვერენულმა სახელმწიფომ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)