17:01 - 07 Jul, 2026
|
2025-02-04 15:41:44, 1500 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
4 თებერვალს, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა. "მტერმა იზიუმზე იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს". – წერს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაღუპული 4 და დაშავებულია 24 ადამიანი. სინეგუბოვის თქმით, ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს. დაზიანებულია რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი სახლი. "ამ ადგილას არანაირი სამხედრო მნიშვნელობის ობიექტი არ არის. 4 ადამიანი დაიღუპა, 20 – დაიჭრა, 5 მათგანი გადაყვანილი საავადმყოფოში. ინფორმაცია განახლებადია". – თქვა სინეგუბოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)