|
2025-02-03 10:05:53, 515 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი - გრძელდება ბიძინა ივანიშვილის “გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე ძალადობს
გრძელდება ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე, პროკურატურა - კანონებზე და სასამართლო - სამართალზე ძალადობს, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე „ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები სხვა მხრიდან დაიწყებენ მტკიცებას, რომ ბანკი ბანკი არ არის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უნდა იყოს დამოკიდებული კანონიც და სამართალიც“. „გრძელდება ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატია“, სადაც პოლიცია ხალხზე, პროკურატურა - კანონებზე და სასამართლო - სამართალზე ძალადობს. დღეს ალბათ, მორიგი სერია გვექნება, ბიძინა ივანიშვილის რომელიმე თანამშრომელი სხვა მხრიდან დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ ბანკი ბანკი არ არის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უნდა იყოს დამოკიდებული კანონიც და სამართალიც“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)