17:01 - 07 Jul, 2026
|
2025-02-03 09:48:39, 1578 ნახვა
ომი უკრაინაში
ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისევ დრონებით შეტევა იყო
3 თებერვალს გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლოკალიზებულია“. რამდენად ასახავს ეს ინფორმაცია რეალობას, დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. დრონებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს ვოლგოგრადის აეროპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 25 უკრაინული დრონი „გაანადგურეს“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)