17:01 - 07 Jul, 2026
|
2025-02-03 09:41:16, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
კურსკში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის პრიმორიეს ოლქის ვიცეგუბერნატორი
უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის ოლქის, პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი სერგეი ეფრემოვი. Telegram არხების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ეფრემოვი იმყოფებოდა კურსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა. მაღალჩინოსნის გარდა დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერი. ეფრემოვი სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, პრიმორიეში ხელმძღვანელობდა ჯარის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის საზოგადოებას. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ მეთაურობდა მოხალისეთა რაზმ ტიგრს. 2024 წლის თებერვალში დაბრუნდა ფრონტიდან და გახდა პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მეორედ გაემგზავრა ომში, ამჯერად კურსკის ოლქში. 2023 წელს მიიღო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ორდენი დნრ-ის გმირი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)