|
2016-03-07 12:05:40, 437 ნახვა
პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ეს არის ხელისუფლების ბრძოლა ტელევიზიის წინააღმდეგ
„მე ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც ხელისუფლების ბრძოლას ტელევიზიის წინააღმდეგ. აქ არაფერი შუაში არ არიან მეწილეები, აქ არაფერ შუაში არ არიან ლევანი და გია გაჩეჩილაძე“, - ასე გამოეხმაურა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „მაესტროს“ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე. როგორც გადაბაძე აცხადებს, გაჩეჩილაძეები მხოლოდ ინსტრუმენტები არიან. „აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ველოდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება რეესტრის მხრიდან, რადგან მე მაქვს სამი საჩივარი შეტანილი და ეს ყურად იღეს. ასევე ჩემს შემთხვევაში ძალიან მალე გამცა პასუხი სასამართლოს ყველა ინსტანციამ და მამუკა ღლონტს, რომელსაც ორი თვეა შეტანილი აქვს განცხადება, მათ ჯერ განხილვაც არ დაუწყია. მე ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც ხელისუფლების ბრძოლას ტელევიზიის წინააღმდეგ. აქ არაფერი შუაში არ არიან მეწილეები, აქ არაფერ შუაში არ არიან ლევანი და გია გაჩეჩილაძე. ისინი ჩემდა სამწუხაროდ, არიან მხოლოდ ინსტრუმენტები“, - აღნიშნა გადაბაძემ. მისივე განცხადებით, „მაესტროს“ შენობა მფლობელისგან მინდობილი მას აქვს „რაც შეეხება იმას, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ბრძანა ასეთი რაღაც, რომ ის აპირებს მოსვლას და თანამშრომლებთან გასაუბრებას. მე მას ვეტყვი ასეთ რაღაცას, ეს შენობა არ ეკუთნის შპს „სტუდია მაესტროს“ და ეს ძალიან კარგად იცის ლევანმა და მთელმა საქართველომ. მე ვარ ამ შენობის მფლობელის მინდობილი პირი. შესაბამისად, ტელევიზიის სამართავად ლევანი ამ შენობაში ვერ შეძლებს და ვერ განახორციელებს ამის გაკეთებას. მე მასთან მაქვს ასეთი შეთავაზება, თუ მას მიაჩნია, რომ მე რომელიმე თანამშრომელი ხელით მიჭირავს, გაქცევა უნდათ და რაიმე სახის ზეწოლას ვახდენ მათზე, მე ვთავაზობ ლევანს, გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს მათ მიმართ, რა პირობებზე მუშაობას და საერთოდ რას სთავაზობს“, - აცხადებს ტელეკომპანიის ყოფილი გენდირექტორი. გადაბაძე ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც მიმართავს. თანამშრომლებს ის კვლავაც სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს. „მე ასევე მივმართავ ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებს, თქვენ იცით, ჩვენ სამი წელია ვთანამშრომლობთ, მადლობა, ყოველთვის აღნიშნავს, რომ მე თქვენთვის არასდროს რაიმე ზეწოლა არ მომიხდენია. მეგობრებო, თუ თქვენ გაინტერესებთ ლევან გაჩეჩილაძესთან, ახალ დირექტორთან მუშაობა, რომელიც მიმაჩნია, რომ უკანონოდ არის დანიშნული, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გაესაუბროთ მას და გაიგოთ რას გთავაზობთ. მე კარგად იცით რას გთავაზობთ. მე გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული, გთავაზობთ რთულ ვითარებაში მუშაობას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „მაესტროს“ ფუნქციონირება არ შეჩერდეს და არსებობს ამის ალტერნატიული გზები, რომელზეც ეხლა მე არ ვისაუბრებ. გააკეთეთ არჩევანი მეგობრებო, ლევანი არის უფლებამოსილი და ყველანაირ საშუალებას მისცემს ტელეკომპანია „მაესტრო“ დაასახელოს ადგილი სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, ხოლო თანამშრომლებმა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა მასთან მუშაობა. ამის შემდეგ, მე მეცოდინება ვაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად, თუ არ ვაგრძელებ. თუ არა, ესეც პასუხი იქნება ჩემთვის. მარტო გავაგრძელებ ამ ბრძოლას თუ 10 ადამიანთან ერთად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ბრძოლა ხელისუფლებასა და „მაესტროს“ შორის“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)