16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 10:40:20, 427 ნახვა

სამართალი
პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა შესავალ სიტყვაში განმარტა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში წარმოთქვამს.

სადრაძის თქმით, აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით 43 მილიონ დოლარამდე შეადგენდა.

სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია.

მისივე განმარტებით, ასევე გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს, რაც პროკურორის თქმით, როგორც მითვისების, ასევე ფულის გათეთრების მტკიცებას წარმოაჩენს.

ასევე, სადრაძის განცხადებით, სასამართლოში დაიკითხებიან შესაბამისი მანდატით ჩართული პირებიც და მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, უმაღლესი ხარისხისაა.

სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის სრული მოცულობით დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics