|
2016-03-04 22:19:44, 639 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო
''სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო'' - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არიან გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას. "სამოქალაქო აქტივობას მე ვერ აღვნიშნავ ნამდვილად. დღეს მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოთმინებისთვის, რადგან სწორედ მოსახლეობამ მოგვცა მთავრობას მანდატი, რომ გვეწარმოებინა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. თუმცა ჩვენ ქვეყანაში არიან გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას, ზოგადად ამ დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ დემაგოგიასა და სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებებით უნდათ წარმოაჩინონ თითქოს საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. სხვათა შორის ესენი არიან იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ამბობდა, რომ ამ მაგისტრალის რუსეთზე მიყიდვით არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, ჩვენ მიერ დამატებითი მოცულობების შეძენაზე კი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი." - განაცხადა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)