|
2025-01-17 17:27:49, 1998 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაში არიან. თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. „თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თავად არ ჩერდება - მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ზეწოლით. ზეწოლა მსოფლიოში ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)