|
2025-01-17 13:01:00, 2123 ნახვა
ომი უკრაინაში
რუმინეთი ადასტურებს უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონით თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას
რუსეთის მიერ უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევისას ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ინფორმაციით, ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატის შეღწევის გამო, 17 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის ტულჩის რაიონის მცხოვრებთ გაეგზავნა შეტყობინება დრონის ნამსხვრევების შესაძლო ჩამოცვენის შესახებ. ამავე რაიონში გაგზავნეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი F-16. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დრონის ფრაგმენტები უკრაინასთან საზღვრის მახლობლად, ტულჩის რაიონის დასახლებულ პუნქტ პლაურუსთან აღმოაჩინეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიება. ეს არ არის ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)