|
2025-01-17 11:14:50, 497 ნახვა
სამართალი
ლაშა ტყეშელაძე - სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე
სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე - ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, - ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის. „ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია. მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ - განაცხადა ტყეშელაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)