|
2016-03-04 11:31:39, 391 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქალაქ რომში იმყოფება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ჯუზეპე პუჩინო გრიმალდისთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისმხარდაჭერისთვის. იტალიური მხარის მიერ აღინიშნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას და გამოითქვა იმედი, რომვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და იტალიას შორის. „იტალია არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე, უჭერს მხარს მის ევროპულ ინტეგრაციას და რასაკვირველია, მის ინტეგრაციას ნატოში.განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს განხილვა ვარშავის სამიტის წინ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ. სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მიიღო იტალიელთა და ქართველთა ერთობის ასოციაციის „წმინდა გიორგის ფარი“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „Georgia One”. ღონისძიებაზე იტალიის ბიზნეს და აკადემიური წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში საქართველოს პერსპექტივებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. ღონისძიების ფარგლებში ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კრებული გამოცემის რედაქტორმაზურაბქარუმიძემ და ერთ-ერთმა ავტორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წარუდგინეს. გამომსვლელებმა ევროპულ-ქართულიისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულმსგავსება-განსხვავებასა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დამსწრე საზოგადოებისთვის დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ. ღონისძება იტალიელი კომპოზიტორის ანდრეა მორიკონეს მიერ საგანგებოდ ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილი მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)