13:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 14:32:30, 552 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძის დედა საბანკო სექტორს - არ შეუშალოთ ხელი თანამშრომლებს, ვისაც უნდა, რომ გაიფიცოს

დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე საქართველოს ბანკის დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდა. შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორს მოუწოდა ხელი არ შეუშალონ თანამშრომლებს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობის მიღებაში. 

"გვითხრეს, რომ არ შეიზღუდება არცერთი თანამშრომელი და არ დაისჯება არცერთი თანამშრომელი. ახლა ველოდებით რომ ეს აღასრულონ და გააკეთონ თვითონაც კომენტარი. [...] ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი". - თქვა გუნცაძემ შეხვედრის შემდეგ. 

დღესვეა დაგეგმილი შეხვედრა TBC ბანკის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა:

"მე ვარ ანდრო ჭიჭინაძის, პატიმრის დედა და ყველა დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ამ 3-საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავიანთ თანამშრომლებს ვისაც ნება აქვს და უნდა, რომ გაიფიცოს და მინდა, მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ.

ამას ვითხოვ და მოვითხოვ, თუ გინდათ, რომ პატიმრის მშობლებს, პატიმრებს დაუდგეთ გვერდზე, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით". - განაცხადა გუნცაძემ.

15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში "ქართული ოცნების" ინააღმდეგ გამაფრთხილებელი გაფიცვაა ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics