2016-03-02 20:01:51, 563 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს უმასპინძლეს.
საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
„დღეს ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია II-მ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან