|
2016-03-02 17:06:33, 368 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. იგი ასევე შეხვდება ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)