18:48 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 17:19:10, 423 ნახვა

საზოგადოება
მერია - ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.  მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა,  სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათება მოეწყო.  6 500 კვ.მ ფართობზე  ასფალტის საფარი დაიგო.

„ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს. 17 მისამართზე კი სკვერისა და საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, რ.გვენცაძის  N32-ის მიმდებარედ  3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი და გასართობი სივრცე.  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები  172 მისამართზე განხორციელდა; 1 240 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო; კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტული 11 ღონისძიება გაიმართა: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის  პროგრამის“ ფარგლებში,  223 პროექტი განხორციელდა. აქედან 62 ლიფტი რეაბილიტირდა. 54 მისამართზე ქანობიან და ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ისნის რაიონში  2024 წელს  შესრულებული სამუშაოებისათვის ჯამში, 31 607 070 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics