21:24 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 16:19:05, 440 ნახვა

საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ დატოვა

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ დატოვა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

როგორც ჟორჟლიანი წერს, მისი ეს გადაწყვეტილება მფლობელებს შორის ტელეკომპანიაში არსებულ დავას არ უკავშირდება და მისი თქმით, ის ახლა მოლაპარაკებას „TV პირველთან და ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აწარმოებს.

„მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.

არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში. როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.

ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე.

ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.

მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე  მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.

ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას“,- წერს ჟორჟოლიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics