2016-03-02 15:03:02, 619 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ავრცელებს.
“2016 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.220 პროცენტით, მაქსიმალური 11.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.264 პროცენტით განისაზღვრა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან