|
2016-03-02 11:00:12, 566 ნახვა
საზოგადოება
უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასაქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge, ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა, რაც ამიერიდან ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად მიიღოს, შესაბამისი ველები შეავსოს და სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს. „უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის. ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული. ბიზნესის რეგისტრაციისას ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ფორმაა, ამიტომ არჩევანიც, პირველ რიგში, მასზე გაკეთდა. უახლოეს მომავალში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიებიც განთავსდება“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)