|
2024-12-20 11:25:33, 355 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენა FOIRE AUX VINS-ზე იყო წარდგენილი
ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში (Leuze-en-Hainaut), ორდღიან გამოფენაზე FOIRE AUX VINS ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის FLOW SRL ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, FOIRE AUX VINS ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს. „2024 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 19 ქვეყანაში: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და ლატვია. ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)