|
2016-03-02 10:48:10, 365 ნახვა
პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თემატური სესია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა და მას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების და გაერო-ს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე სამოქალაქო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისით. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა ქვეყნისათვის ყველა მნიშვნელოვან პროცესში. მისი თქმით სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული და მონიტორინგს უწევს საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასოცირების შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. მიხეილ ჯანელიძემ მნიშვნელოვნად დაასახელა სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური თანამონაწილეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გრძელვადიანი სამთავრობო სტრატეგიის შექმნაში, რომლის იმპლემენტაციას, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამონაწილეობით მიმდინარეობს. მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამოქალაქო სექტორთან რეგულარული დიალოგის ფორმატის შესახებ, რომელშიც პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის ჩართული. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)