|
2016-03-02 09:33:44, 570 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. შს მინისტრმა სააგენტოს პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. გიორგი მღებრიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა და სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. აღნიშნული შენობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა შს მინისტრსა და დამსწრე სტუმრებს გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, მათ შორის, სააგენტოს ახალი საიტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ჩატარდა სიმულაციური ჩვენება: ხანძრის ქრობა, ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის სიმაღლიდან ჩამოყვანა და ძაღლის დახმარებით ნანგრევებიდან ამოყვანა. სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)