|
2016-03-01 18:51:41, 562 ნახვა
საზოგადოება
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ქართული ქვევრის განთავსების ცერემონიას დაესწრო
„მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო" - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდგომ. "ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება ყოველთვის კარგი და სიმბოლურია. ღვინოს სჭირდება დრო იმისთვის, რომ მივიდეს დაღვინებამდე, ასევე სჭირდება სხვა პროცესებსაც. დრო არის საჭირო იმისთვის რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მიზნებამდე, როცა რაღაცის მიღწევა გვინდა. მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო, რომელსაც ის ახორციელებს" ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)