|
2016-03-01 15:19:13, 695 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ელექტრონული რუკები ყველასთვის ხელმისაწვდომია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს. რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს - მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. ელექტრონული საკადასტრო რუკაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით. ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი. ამას გარდა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა მასშტაბის ძველი ტოპოგრაფიული რუკები და, ასევე, ქალაქ სიღნაღისა და ფოთის ინტერაქტიული რუკები. ინტერაქტიული რუკების შექმნის პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქებში სხვადასხვა ობიექტის აღწერა და ფოტოების გადაღება განახორციელეს. ყველა მათგანი რუკაზეა დატანილი. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები. თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ. ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება(ზუმირება), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ციფრული რუკების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრმა პორტალი maps.napr.gov.ge შექმნა. პორტალი, რომელზეც მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დატანილი, მძლავრი საძიებო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი: მომხმარებელს სპეციალური მენიუსა და მისი კომპონენტების მანიპულაციით თავად შეუძლია რუკის სასურველი ტიპის შერჩევა. პორტალის დახმარებით შესაძლებელია ქუჩებისა და მისამართების, საკადასტრო მონაცემების,ზედაპირული საფარის სიმაღლური მოდელისა და აეროფოტოგადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოების მოძიება. შემეცნებით პორტალზე maps.napr.gov.ge მუშაობა და მისი განვითარება მუდმივი პროცესია. თანდათან მისი არსებული ფუნქციები იხვეწება და ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)