|
2016-03-01 12:29:22, 477 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროკომისია ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას დადებითად აფასებს
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, სტრატეგია და სტრატეგიის საფუძველზე მიღებული სამოქმედო გეგმა იუსტიციის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სტარტეგია უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების, თანასწორობის უზრუნველყოფას და უმცირესობათა უფლებების დაცვას. „კომისია დადებითად აფსებს, აგრეთვე, 2009-2014 წლების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნულ კონცეფციას, რომლის შემუშავებაში, სხვა უწყებებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროც მონაწილეობდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონცეფციას მიმართულია ეთნიკური უმცირესობების ინტერგაციის გაძლიერებაზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ სწორი და ეფექტური ნაბიჯები დაგადგა და განსაკუთრებით მიესალმება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების კუთხით განხორციელებულ აქტივობებს. ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული იუსტიციის სამინისტრო და მისი სამსახურები - სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. თეა წულუკიანის პირადი ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები ფუქნციონირებს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს. იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)