|
2016-03-01 10:01:19, 448 ნახვა
პოლიტიკა
კალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია. როგორც აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე სოკარის პრეზიდენტს შეხვდა. "გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან,ვისაუბრეთ არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც არის შაჰდენიზის პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარეობს. გვქონდა შეხვედრა სოკართან, სოკარის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცულებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის და ფაქტობრივად, შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება შაჰდენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები",-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით, პროცესი რამდენიმე დღეში ისეთი შედეგით დასრულდება, რაც საქართველოს სჭირდება. "გაზპრომს" რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც ალბათ რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგსა და ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე სამხრეთ გაზსადენის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფებოდა, სადაც მთავარი თემა შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)