|
2016-02-29 15:03:32, 585 ნახვა
საზოგადოება
“გამოკითხვების ჩატარება მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა მას რეაგირება მოჰყვება”
„რა გაწუხებთ?“ - ამ სახელწოდების სოციალურ ინიციატივას „გლობალ ალიანსი“ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს ავსებს და ჯანდაცვის სფეროში საკუთარ საჭიროებებს აფიქსირებს. „გლობალ ალიანსი“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის, „კამარას“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა: „გამოკითხვების ჩატარება მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა მას რეაგირება მოჰყვება, უმჯობესდება რიგი საკითხები, როცა მასზე მუშაობენ. მე არ მინახავს ეს კითხვარი და ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, მივიჩნევ, რომ კარგი ინიციატივაა.“ ნათია ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე: „სოციალური პროექტებით კმაყოფილი უნდა იყოს საზოგადოება, მათ შორის, მეც, რადგან ძალიან მშველის, მაგალითად, წამლების შეძენის დროს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც არაჩვეულებრივია. თუმცა ჯანდაცვის რეფორმებით არ ვარ კმაყოფილი, როცა საქმე ხარისხს ეხება. სამ წელიწადში ერთიორად უნდა ამაღლებულიყო მორფოლოგიის დიაგნოსტიკის დონე, ლაბორატორიების ხარისხი, რასაც სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ“ , – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)