|
2024-11-27 13:49:53, 1635 ნახვა
რეგიონი
World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა
ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა). World Travel Awards -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.
ბათუმის ჯილდოს ეხმიანება გრემ კუკი, World Travel Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. "ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას - ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდოს მოპოვებას, რაც მოიაზრებს თქვენი ქალაქისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ მიმზდიველობას წლის ნებისმიერ დროს, იქნება ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით, ტურისტული პოტენციალით, მზარდი მიმართულებიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას. მოგზაურები ეძებენ სიახლეებს - სათავგადასავლო თუ ველნეს ტურიზმი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, და რაც მთავარია ხალხი - რომელიც საქართველოს უდიდესი სიმდიდრე გახლავთ. თქვენს ქვეყანას ახასიათებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული კულინარია. მე და ჩემს გუნდს კარგად გვახსოვს შარშანდელი დახვედრის გამოცდილება, როდესაც ბათუმს ვესტუმრეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანასთან შეხება იწყება ჩასვლისთანავე მიღებული გამოცდილებით და სრულდება ქვეყნიდან გამგზავრებისას. ჩვენი ისტორიის განმავლობაში კი სწორედ ბათუმში გვქონდა ასეთი დახვედრა და ასეთივე გაცილება. სწორედ ამიტომ, უდავოდ, ბათუმი და საქართველო არის ის ადგილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით. 2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)