|
2016-02-28 17:54:21, 426 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გოგი თოფაძესთან და „რესპუბლიკელებთან“ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრას გეგმავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერის პოზიციაა, რომ გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირებაზე საჯარო დისკუსიები დამთავრდეს და აღნიშნულ საკითხზე საუბარი გუნდის შიგნით გაგრძელდეს. როგორც ბესელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი აპირებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდეს როგორც გოგი თოფაძეს, ასევე „რესპუბლიკელებს“. გარდა ამისა, ბესელიას განმარტებით, აღნიშნული საკითხის განხილვა კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატშიც იგეგმება. „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ თემაზეც ვისაუბრეთ. ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. პრემიერის პოზიცია ემთხვევა ფრაქციის პოზიციას, რომ ამ საკითხზე გარე დისკუსიები და განხილვა შეწყდეს. ის ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება როგორც ბატონ გოგი თოფაძეს, ასევე „რესპუბლიკელებთან“ ექნება საუბარი. კოალიციის პოლიტსაბჭოს ფორმატშიც იქნება საუბარი. საუბარი გაგრძელდება გუნდის შიგნით, საჯარო დისკუსიები უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ყველა დარჩენილი საკითხი მეგობრულ გარემოში იქნება გადაწყვეტილი“,-განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)