|
2016-02-28 14:36:42, 711 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ესპანეთის საელჩო საქართველოში მალე გაიხსნება
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მას ესპანეთის მთავრობის პოლიტიკურ მხარდაჭერად განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული ვიზიტით ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განსაკუთრებულ იმპულსს შეიძენს. „ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ახალი იმპულსი მიეცემა ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში. ვაფასებთ მეტად ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებული იქნა მოვლინებული და ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ აქტიურად. იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო"- განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)