|
2016-02-28 10:46:20, 424 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინიტრი თბილისშია
ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, 28-29 თებერვალს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, დღესვე ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II–ს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოინახულებს სამების საკათედრო ტაძარს, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)