|
2016-02-27 11:44:58, 587 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ბარამიძე: ნებისმიერ გამოკითხვას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მერე სამინისტრო მიღებული შედეგების მიხედვით იმოქმედებს
ჯანდაცვის სამინისტრომ, „გლობალური ალიანსის“ ინიციატივით, იანვრის ბოლოს წამოიწყო პროექტი - „რა გაწუხებთ?“. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამოკითხვის შედეგებს უწყება სამომავლოდ პროგრამებისა თუ რეფორმების დაგეგმვისას გაითვალისწინებს. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარამიძე წამოწყებას საჭიროდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავარი შედეგების გათვალისწინებაა: ,,ჯანდაცვის სამინისტრო რომ მოქალაქეების აზრით ინტერესდება და ამისათვის, ცალკე კამპანიის ფარგლებში, დროსა და საჭირო რესურსებს ხარჯავს, უდავოდ კარგი წამოწყებაა. ნებისმიერ ასეთ გამოკითხვას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ სამინისტრო მოქმედებას მიღებული შედეგების მიხედვით გააგრძელებს და მოსახლეობის პრობლემებს სრულად გაითვალისწინებს.“ სოციალური კამპანიის გარდა, ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ხარვეზებსა და სასურველი ცვლილებების საკითხსაც შეეხო. მისი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიხედოს პირველად ჯანდაცვას: ,,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა პროგრამა მომწონს, ჯანდაცვის მინისტრი უდავოდ პროფესიონალი ადამიანია. თუმცა, იმ გამოწვევებზეც უნდა ითქვას, რის წინაშეც დგას სამინისტრო. ხალხი რეალური ნაბიჯების გადადგმას ელის. ძალიან კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის საკითხებს, კარგია, რომ არსებობს საყოველთაო პროგრამა, მაგრამ თუ ადამიანები არ დასაქმდებიან და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას გარკვეულწილად საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ, პრობლემები ყოველთვის უცვლელი იქნება", – აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ბარამიძემ.
ავტორი: სალომე შიხაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)